ამონარიდი უილიამ შექსპირის პიესიდან – „ოტელო”
„ – ვგონებ, თუ ცოლნი სცოდვენ, ეს უფრო ბრალი უნდა იყოს თითონ ქმრისა; იგინი მტკიცედ თავიანთ ვალს არ ასრულებენ და სხვას აძლევენ იმ საუნჯეს, რაც გვეკუთვნის; ან უცნაურის, ცუდ ეჭვებით გაბრაზებულნი ბორკილს გვიყრიან; ხანა გვცემენ და ხან ჩვენს ჯიბრზედ ჩვეულებრივს კერძს გვიმცირებენ; ჩვენც ნაღველა გვაქვს თუმც მშვიდნი ვართ, ჩვენც კი ვიცით ჯავრის ამოყრა. იცოდნენ ქმრებმა, რომ მათ ცოლებს გრძნობიერება აქვთ მათი მსგავსი, რომ მათსავით ჰხედვენ და ყნოსვენ, და სასაცა აქვთ გასარჩევლად მწარის და ტკბილის. როცა ჩვენ სხვაზედ გვცვლიან ხოლმე, რისთვის სჩადიან? შექცევა უნდათ? მჯერა მე ეგ. თან ვნებათაღელვა უმღვრევს წადილსა? ესეც კიდევ შესაძლო არის. იქნება აცდენს მათ სისუსტეც, – ეგეცა მჯერა. ახლა მიბრძანეთ, შექცევა ჩვენ კი ვერ გაგვიტაცებს? სჯობს მაშ, რომ კარგად გვეპყრობოდნენ, თორემ იცოდნენ, ცუდს თუ ჩავდივართ, მათივ ცუდი საქმე გვაქეზებს”.