ამონარიდები სტივენ ედვინ კინგის რომანიდან – „უიმედოთა ქალაქი”
„ძ ა ღ ლ ს ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ს ნ უ მ ი ა ქ ც ე ვ, უ ფ რ თ ხ ი ლ დ ი პ ა ტ რ ო ნ ს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ისევე, როგორც ღმერთი, სატანაც, როგორც წესი, ყველაზე გარკვევით მაშინ გველაპარაკება, როცა ვლოცულობთ, ანდა რაღაცაზე ვფიქრობთ”.
* * *
„გადამწყვეტ მომენტში ქალები მამაკაცის მეტს ვერავის ხედავენ. ზოგჯერ ასე აღზრდის გამო იქცევიან, უფრო ხშირად კი პატარა, ცბიერი, დედაკაცური ტვინის ხვეულებში გამჯდარი ჩვეულების გამო”.
* * *
„დოყლაპია ნუ იქნები!”
* * *
„ – უფალო, ნება მომეცი გამოვადგე საკუთარ თავს და მომეხმარე, მახსოვდეს, ვიდრე ვარსებობ, შემიძლია გამოვადგე სხვას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ლაპარაკით ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ საქმით, რა მოგახსენოთ”.
* * *
„არა მგონია, ღვთისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, რომელ ეკლესიაში ივლი”.
* * *
„როცა ადამიანები ვიღაცას ეუბნებიან, რომ მისი ესმით, ისინი თითქმის არასოდეს უსმენენ ამ ვიღაცას”.
* * *
„განა ყველაზე ცუდი ის არ არის, არსად რომ არ მიდიხარ მაშინ, როცა ძალიან კარგად იცი, უნდა წახვიდე, სასწრაფოდ უნდა გაიქცე?”
* * *
„ – ახალბედა ქრისტიანის ვალია, შეხვდეს ღმერთს, შეიცნოს ღმერთი, ირწმუნოს ღმერთი, შეიყვაროს ღმერთი. მაღაზიაში საყიდლების დავთრით წასვლა არ გეგონოს, კალათაში როგორც გინდა, ისე რომ ჩაყრი ნაყიდებს. აქ ყველაფერი თანდათან ხდება, როგორც მათემატიკაში – დათვლით იწყებ, მერე გამოთვლასაც სწავლობ”. – (ავტორი გენია.ჯი)