ამონარიდები ჯოზეფ ჰელერის რომანიდან – „ხაფანგი-22″
„სარგებელი – აი, რა ამოძრავებს ადამიანებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფო ხალხია”.
* * *
„ – რისთვისაც ღირს სიცოცხლე, იმისთვის სიკვდილიც ღირს. და ის, რისთვისაც სიკვდილი ღირს, იმადაც ღირს, რომ იცოცხლო მისთვის”.
* * *
„ახალი გამდიდრებულები ვერასოდეს სარგებლობენ ისეთი პატივით, როგორც ახალი გაღარიბებულები”.
* * *
„ნამდვილი სასწაული დიდი ხანია არ მომხდარა”.
* * *
„ჩემი სიცოცხლე ჩემი საქმეა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ამერიკა არასოდეს განადგურდება! – მგზნებარედ შესძახა ნეიტლიმ.
- ნუთუ მართლა არასოდეს? – წყნარად, ირონიულად იკითხა ბებერმა.
- იცით, რა… – შეყოყმანდა ნეიტლი.
- რომი განადგურდა, საბრძნეთი განადგურდა, სპარსეთი განადგურდა, ესპანეთი განადგურდა. პატარა სახელმწიფოებიც, ადრე თუ გვიან, იღუპებიან. რატომ გგონიათ, რომ თქვენი ქვეყანა გამონაკლისია? როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს იარსებებს ამერიკის შეერთებული შტატები? ნუ დაგავიწყდებათ, რომ თვით დედამიწაც კი დასაღუპავად არის განწირული. დაახლოებით ოცდახუთ მილიონ წელიწადში მზე ნათებას შეწყვეტს.
ნეიტლი უხერხულად შეიშმუშნა.
- მაგრამ ეს ძალიან დიდი დროა, მთელი მარადისობა.
- მარადისობას რას ეძახით? – დამცინავად, სადისტური გულმოდგინებით განაგრძობდა ბებერი, – მილიონ წელს? ნახევარ მილიონს? მაგალითად, გომბეშო დედამიწაზე ხუთასი მილიონი წელია, რაც არსებობს. თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ თქვენი ამერიკა, ასეთი აყვავებული და მძლავრი, უძლეველი შეიარაღებული ძალებითა და მსოფლიოში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონით, ისე დიდხანს იარსებებს, როგორც თუნდაც გომბეშო?”