ამონარიდები ჯონ სტეინბეკის რომანიდან – „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”
„ნუთუ ის დიდი სიმდიდრე, რასაც ჩვენ თაყვანს ვცემთ, საშინელი გულქვაობისა და სისასტიკის გამოუჩენლად დაგროვდებოდა? არა მგონია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა უცნაური საფრთხობელაა ადამიანი – მთელი აპარატურა საზომი ერთეულებისა, ცხრილებისა, საანგარიშოებისა, რომელთაგან ჩვენ ძალიან ცოტას თუ ვკითხულობთ და იმასაც, ვინ იცის, არასწორად”…
* * *
„არსებობს ზრდილობის, პატიოსნების, ქცევის უცვლელი წესები”.
* * *
„უიმედო იმედიც კი ვნებას არავის მოუტანს”.
* * *
„ბიზნესი ერთგვარი ომია, ეს ცხადზე უცხადესია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – აბა, შეიძლება, უპატიოსნო კაცს პატიოსნად უყვარდეს თავისი ქვეყანა?”
* * *
„კაცი მარტო რომ დარჩება, მაშინ მიეცემა ხოლმე ფიქრს”.
* * *
„რაც ერთისთვის კარგია, მეორისთვის იქნებ ცუდი გამოდგეს. წინასწარ ამას ვერ განჭვრეტ”.
* * *
„რჩევა არავის ეპიტნავება – ყველას კვერის დაკვრა ურჩევნია”.
* * *
„რა კარგია ეს ღვთის გაჩენილი ქვეყანა!” – (ავტორი გენია.ჯი)