ამონარიდები ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანიდან – „ნაზია ღამე”
„არ შეიძლება ერთი ადამიანი ბოლომდე ჩასწვდეს მეორის სულს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა ადვილია, როცა ვინმეს უყვარხარ, მაგრამ როცა გიყვარს – რა გაუსაძლისი!”
* * *
„ცხოვრების ბოლოს ბევრ რაღაცას ვიგებთ”.
* * *
„ის, ვინც მაღლა დგას ჩემზეც და თქვენზეც, მიტევებასა და შებრალებას გვასწავლის ყველას”.
* * *
„თავიანთი შვილი სხვებისაზე სუფთა ჰგონია ყველას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალები მამაკაცებს მათი ნიჭისა და მოხერხების გამო ირჩევენ ქმრებად და მერე უკვე ძნელია მათი გაოცება, თუმცა ხანდახან თავს ისე იჭერენ, ვითომ კიდევაც გაოცდებიან ხოლმე”.
* * *
„როცა შიგნით ბზარი გაჩნდება, ერთხანს გარედან ყველაფერი ისევ ისე ჩანს”.
* * *
„ძნელია კარგად მოექცე მათ, ვინც შენ არ გექცევა კარგად”.
* * *
„ხალხს მხოლოდ ის სურს, რომ სიამოვნება მიიღოს და თუ ჩაუშხამებთ, მაშინ გამოდის, თავს მასულდგმულებელ წყაროს უშრობთ”.
* * *
„კაცმა არ იცის, ვის რა ადგილი უჭირავს სხვების ცხოვრებაში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველთვის ყველაფერი ერთი როდია”.