ამონარიდები ჯოზეფ ჰელერის რომანიდან – „ხაფანგი-22″

„მატყუარები, როგორც წესი, გამჭრიახი ადამიანები არიან და ცხოვრებაში უფრო მეტს აღწევენ, ვიდრე წესიერი ხალხი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩვენ საყოველთაო უნდობლობისა და სრული დევალვაციის ხანაში ვცხოვრობთ!”

* * *

„ – ჭეშმარიტი სამართლიანობა უწინარეს ყოვლისა უსამართლობაა. სამართლიანობა კარლ მარქსია. მე შენ ახლა კარგად აგიხსნი, სამართლიანობა რა არის! სამართლიანობა მუხლის მუცელში ჩარტყმაა, ნიკაპქვეშ, ყელში დანის ჩაცემაა, ღამით, მიპარვით; სამართლიანობა არის, როცა თავში სიბნელეში ქვიშით სავსე ტომარას გირტყამენ, ან ყელში გეცემიან და გახრჩობენ. აი, რა არის სამართლიანობა! სამართლიანობა ახლა სისასტიკე და სიმტკიცეა”.

* * *

„რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ჭეშმარიტად ასეა”.

* * *

„ჩვენს დროში ფული ყველა სულელს შეუძლია იშოვოს და სულელების უმეტესობა სწორედ ამით არის დაკავებული, მაგრამ ადამიანები, რომელთაც ჭკუა და ნიჭი დაჰყვათ, ასე არ იქცევიან. ერთი პოეტი მაინც დამისახელეთ, რომელიც ბევრ ფულს შოულობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დილიდან საღამომდე საწერ მაგიდასთან იჯდე და რაღაც ქაღალდებს აწერდე ხელს, ბოლოს და ბოლოს, უკეთესია, ვიდრე საწერ მაგიდასთან იჯდე და სულ არაფერს აკეთებდე”.

* * *

„იქნებ ბედის უკუღმართობანი მართლაც ახანგრძლივებს სიცოცხლეს,მაგრამ ვის სჭირდება ასეთი სიცოცხლე?”

* * *

„როგორი საშინელებაა, როცა ლიცენზირებული ექიმის სიტყვასაც კი არ ენდობა მისი ქვეყანა, რომელიც მას მხურვალედ უყვარს!”

* * *

„ცოდვა ბოროტებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>