ამონარიდები სელმა ლაგერლეფის რომანიდან – „ლიოვენშოლდების ბეჭედი”

„ადამიანები ეგეთნი ვართ, არ გვიყვარს, როცა ვინმე შეგვიცოდებს ხოლმე. არც ის ამბავი გვესიამოვნება, რომ ვიღაცამ ეს-ეს არის მოისმინა თავშესაქცევი ნაამბობი ჩვენი სულელური საქციელის შესახებ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„იქნებ გგონიათ, შეუბრალებლობა და გულცივობა ფოლადსა და ტყვიაზე ნაკლებად საშიშია?”

* * *

„ჯანმრთელობა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი განძია”.

* * *

„ღვთის წყალობა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს ადამიანმა”.

* * *

„ – ღვთის სულგრძელობას საზღვარი არა აქვს და ვიცი, არც არასოდეს ექნება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი თუ უმადურია, დიდხანს ვერ გასტანს მისი ბედნიერება”.

* * *

„რა ძნელი ყოფილა საკუთარი დედის გაკიცხვა!”

* * *

„ჯანმრთელობა ყველას სჭირდება, განსაკუთრებით იმათ, ვინც გზაზეა გაკრული”.

* * *

„არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე ღვთის გულისათვის მოყვასთათვის სიკეთის ქმნა!”

* * *

„ბევრმა არ იცის, რომ ღარიბი მღვდლებიც არსებობენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება