ამონარიდები უილიამ შექსპირის პიესიდან – „მაკბეტი”

„არ არის ხერხი იმისთანა, რომ კაცს შეეძლოს სულის თვისებების ამოკითხვა პირის-სახეზედ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცი რომ ჯოჯოხეთის მეკარე იყოს, მარტო გასაღების ტრიალი დააბერებდა”.

* * *

„რომელს ძალუძს ერთს და იმავ დროს იყოს მრისხანეც და მშვიდიცა; ვინ მოათავსებს ერთად სიწყნარეს და სიცხარეს, ერთგულებასა და გულგრილობას? ვერავინ”.

* * *

„ვინც სხვას ურჩევს ავაზაკურის და მოსისხლო საქმის ჩადენას, მასვე ის რჩევა სატანჯავად დაუბრუნდება”.

* * *

„ვინც პატივსა გვცემს და ვუყვარვართ, ხშირად გვაწუხებს და სიყვარულის ბრალი არის ეს შეწუხება, რისთვისაც უნდა შემწუხებელთ მადლს გადვუხდიდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ კი გწადიან, რომ ყველას თვალნი აუხვიო, ნუ გამოარჩევ შენს სახეს მათგან”.

* * *

„ახალ ღირსებას ვერა შნოობს, ტანისამოსიც, რომ ახალია, ტანზედ კარგად არ გაგვეწყვება”.

* * *

„ვინც ღირსია, დიდების სხივი მოეფინება, როგორც ცათა ვარსკვლავთ სიმრავლე”.

* * *

„დრო და ჟამი თავისას ჩადის, ავი დღე იყოს, თუნდა კარგი”.

* * *

„თუ ბედს მეფობა უნდა ჩემთვის, განა არ ძალუძს, თავზედ გვირგვინი დამადგას ჩემ დაუკითხავად!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება