ამონარიდები შარლოტა ბრონტეს რომანიდან – „ჯეინ ეარი”

„სიბრალული ზოგიერთი ადამიანისგან მომწამვლელი და შეურაცხმყოფელი მოწყალებაა. სრულიად სამართლიანი იქნება, თუ ასეთ სიბრალულს უკანვე მივახლით თავში იმ ადამიანებს, ვინც მათ გვთავაზობს. ასეთი სიბრალული გულქვა და ეგოისტ ადამიანთა თანდაყოლილი თვისებაა. მასში შერწყმულია ეგოისტური ჩივილი სხვისი ურვა-წუხილის გაგონებისას, და უგუნური სიძულვილი იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც განსაცდელში იმყოფებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ორცოლიანობა საშინელი სიტყვაა”…

* * *

„ – სახარების მქადაგებელო მღვდელო და თქვენც, კანონის დამცველო მოხელევ! გახსოვდეთ, რა სამსჯავროს წინაშეც მე წარვდგები თქვენი წყალობით, იგივე სამსჯავრო გაგასამართლებთ თქვენც!”

* * *

„მეგობრებს ყოველთვის ავიწყდებათ ისინი, ვისაც ბედი გაწირავს”.

* * *

„ყველა ბოროტმოქმედებას თავისი შედეგი ახლავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩვენ ბრძოლისა და წამებისათვის დავბადებულვართ და როგორც თქვენ, ისე მეც უნდა ვითმინოთ მშვიდად”.

* * *

„ყოველთვის გახსოვდეს, ვის ელაპარაკები”.

* * *

„კანონები და წესები იმ წუთებისათვის კი არ არსებობს, როდესაც ცდუნების შიში გაქვს, არამედ სწორედ იმ დროისათვის არის განკუთვნილი, როდესაც სხეული და სული მათ აუტანელ სიკმკაცრეს აუჯანყდება. და, რაც უფრო სასტიკია მათი ძალა, მით უფრო ურღვევად შეინახავ”.

* * *

„საბედნიეროდ, სულს თავისი ჭეშმარიტების მქადაგებელი ჰყავს, ხშირად შეუგნებლად მოქმედი, მაგრამ მაინც გულწრფელი მქადაგებელი… ის თვალებშია მიმალული”.

* * *

„გირჩევთ, ისე იცხოვროთ, რომ არავითარი ცოდვა არ ჩაიდინოთ”… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>