ამონარიდები უილიამ თეკერეის რომანიდან – „ამაოების ბაზარი”
„ქვეყანაზე არიან ისეთი ასპიტები, უბეში რომ გამოზრდი და მერე შენვე გკბენენ. ზოგ მათხოვარს ცხენზე შესვამ და ყველაზე პირველი ის გადაგთელავს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ წარმატება და წინსვლა იშვიათი და ნელია, ყველამ იცის, დაქცევა და განადგურება რა სწრაფი და ადვილია”.
* * *
„ვინ გამოიჩენს გულახდილობას იქ, სადაც თანაგრძნობას ვერ ხედავს? ან კიდევ ვინ მოინდომებს გამოუტყდეს მათ, რომელთაც მისი არაფერი ესმით?
* * *
„თუ კაცს დიდი პატივი სცა და დახმარება გაუწია ვინმემ, რომელსაც შემდეგ წაეჩხუბა, თავისივე პატიოსნება აიძულებს, იმაზე სასტიკ მტრად მოეკიდოს ყოფილ მეგობარსა და კეთილისმყოფელს, ვიდრე ვიღაც ვიგინდარა უცხოს. და რომ გაამართლოს თავისი გულქვაობა და უმადურობა, თავი მოვალედ მიაჩნია, მოპირდაპირე მხარის დანაშაული დაამტკიცოს”.
* * *
„ვის არ შეუნიშნავს ის მზადყოფნა, რომლითაც უახლოესი მეგობრები, ყველაზე პატიოსანი ხალხიც კი, ეჭვიანობენ და ერთმანეთს ბრალად სდებენ გაცურებას, როცა საქმე ფულზე მიდგება?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნუ დადებთ ისეთ პირობას, რომლის შეცვლა და მასზე უარის თქმა ყოველი საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად არ შეგეძლოთ”.
* * *
„როცა განშორება გადაწყვეტილია, უფრო აჩქარდებიან ხოლმე”.
* * *
„ბევრ პატივცემულ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც თავს უფლებას არ აძლევენ, დაიმეგობრონ ისეთი პირი, ვინც საკმაოდ შეძლებული არ გახლავთ, ან ღირსეული ადგილი არ უჭირავს საზოგადოებაში”.
* * *
„რა ისეთი ჯადო უნდა მოეპოვებოდეს მეგობრობას, რომ მისი გავლენით ჩვეულებრივ ზანტი, გულცივი ან გაუბედავი ადამიანი სხვისი გულისთვის ბრძენი, გამრჯე და შეუპოვარი ხდება?”
* * *
„გულში ნურასოდეს შეუშვებთ ისეთ გრძნობას, რაიც შემდგომ შეგაწუხებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)