ამონარიდები გრიგოლ ძოწენიძის მოთხრობიდან – „მედალიონი”

„საცოდაობაა პატარა კაცის დიდი ნაღველი!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქვეყანაზე არაფერი არ არის ისე სასაცილო, საშინელი და საცოდავი, როგორც ეჭვიანი, შეყვარებული ქმარი”.

* * *

„როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს სინამდვილე, ადამიანი აიტანს”.

* * *

„ვინც სცოდავს, ის ითხოვს შეწყალებას, ვინც საკუთარი სინდისის წინაშე სუფთაა, ის პატიებას არავის სთხოვს, მას პატიება არ სჭირდება!”

* * *

„არის წუთები, გაგიჟებამდე რომ მიჰყავს ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„განა ყველა მებაღე ყვავილის მეგობარია!”

* * *

„გული ცივ მსჯელობას ყოველთვის არ ემორჩილება”.

* * *

„ასეა ნამდვილი ხელოვნება, ასეა ჭეშმარიტი ხელოვანი! სიმღერა არათუ მსმენელს ხიბლავს, არამედ მომღერალსაც ოცნების ზღვაში შეაცურებს უნიჩბო ნავით”.

* * *

„სხვისი დარიგება ყოველთვის იოლია”.

* * *

„ბოროტი ადამიანი ბოროტად ასრულებს თავის სიცოცხლეს!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება