ამონარიდები გრიგოლ ძოწენიძის მოთხრობიდან – „ყაჩაღანა”
„სოფელს თავისი ადათ-ჩვეულება აქვს. მისი ადვილად და უმტკივნეულოდ შეცვლა თვით ცხოვრების აუცილებელ მოთხოვნასაც არ შეუძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რას იზამ, როდესაც კარზე უბედურება მოაკაკუნებს, ზოგიერთი კაცი უგუნურდება”.
* * *
„ბუნებას ყველაფერი მიუცია ადამიანისთვის, მხოლოდ მოფიქრებაა საჭირო”…
* * *
„მხოლოდ მოთმინებით შეიძლება გაიმარჯვო იქ, სადაც აჩქარება და ფხუკიანობა დამღუპველია”.
* * *
„მონდომება ადამიანს ბევრ რამეს გააბედვინებს და შეაძლებინებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დაუფიქრდი, სანამ ვალდებულებას აიღებდე, თორემ პასუხისგებას ვერ ასცდები”.
* * *
„ომს, ყვავილს, შავ ჭირსა და შიმშილს იმდენი უბედურება არ მოაქვს, რამდენიც ლოთობას!”
* * *
„მთავარია კაცი კაცად ვარგოდე… თორემ, ცოლი ყოველთვის კარგი და თვინიერი იქნება”.
* * *
„ასაკს არსად არა აქვს ისეთი გამორჩევითი პატივისცემა, როგორც მთაში”.
* * *
„როცა ფაქტები გაძლევს საშუალებას, დასკვნის გამოტანა არ არის ძნელი”. – (ავტორი გენია.ჯი)