ამონარიდები როზმარი შუდერის რომანიდან – „ჯადოსნის ვაჟიშვილი”
„რა იცი შენ, ადამიანო, რაა ტკივილი, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სასამართლო პროცესი წარმოდგენა არ არის, არც ტრაგიკული ან კომედიური პიესა, რომელშიც შეიძლება თავი გამოიჩინო როლის ბრწყინვალე შესრულებით”.
* * *
„სიტყვები, სიტყვები… რა ცოტას ნიშნავს სიტყვები”.
* * *
„ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება ძალზე მშვენიერი რამაა”.
* * *
„რაოდენი სიბრძნეა უბრალო ხალხში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – წამების იარაღებით, რასაც გინდა, იმას ათქმევინებ ადამიანს. და მერე ამ გზით ნამდვილ დამნაშავეს ვპოულობთ? რამდენი ჯადოსანი დავწვით, წამების შედეგად დანაშაული რომ აღიარა, მაგრამ განა ამით ჯადოსნობა ამოვძირკვეთ? მართალია, განაჩენის გამოსატანად საჭიროა დანაშაულის აღიარება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ წამების იარაღებით მოპოვებულ აღიარებას ფასი არა აქვს”.
* * *
„ყველა იმას იყენებს, რაც სჭირდება”.
* * *
„რაოდენ სრულყოფილია ღვთის მიერ შექმნილი სამყარო”. – (ავტორი გენია.ჯი)