ამონარიდები ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „გავროში”
„ზოგჯერ ისე გამოატვინებს ხოლმე ღარიბ კაცს გაჭირვება, რომ მადლობასაც კი არ უხდის კეთილისმყოფელს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გამქცევი კაცი, ვიმეორებ, ზეშთაგონებულია, ვარსკვლავიც აქვს და სინათლეც ბნელი გზის გასაკვლევად. თავისუფლებისადმი მისწრაფება იმდენადვე არის ძლიერი, რამდენადაც ძლიერი უდიდესი აღტაცება და გაკვირვებულები ამბობენ, ქურდის გაპარვის ამბავს რომ გაიგებენ, – იმ სიმაღლე კედელზე როგორ აძვრებოდაო?”
* * *
„სადაც ფული არ არის, იქ არც პურიაო”.
* * *
„მერწმუნე, პატიოსნება უფრო ადვილია, ვიდრე ავკაცობა”.
* * *
„ღამით უფრო კარგად გრძნობს თავს ის, რაც დაჩრდილულია დღისით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მაშ არც დედა გყავთ, არც მამა? – ჰკითხა გავროშმა.
- უკაცრავად, ბატონო, დედაც გვყავს, მამაც, მაგრამ არ ვიცით, სად არიან.
- მაგის ცოდნას ზოგჯერ უცოდინარობა სჯობია, – თქვა გავროშმა”.
* * *
„შრომა კანონია ჩვენი ცხოვრებისა”.
* * *
„დიდ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს რაღაც სპექტრული განურჩევლობა ერევა და ჭიასავით ეჩვენება ყველა, ისე უყურებს უახლოეს ადამიანებს, როგორც აჩრდილს – ცხოვრების მოღრუბლულ სივრცეში და უმნიშვნელოდ ეჩვენება ეს აჩრდილი, თითქოს ჰგონია, აგერ გაქრებაო”.
* * *
„მდევრებისგან დამალვას ნიჭი უნდა და გამოცდილება”.
* * *
„ძლიერებას ვერაფრით მივაღწევთ, თუ არა ჭკუით”. – (ავტორი გენია.ჯი)