ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – ასეა ჩვენი ცხოვრება, სანამ თვალი გიჭრის და მუხლში ძალა გერჩის, ყველას ქე უნდიხარ, მარა, თუ ღმერთი გაგიწყრა და წაიბორძიკე, კოჭლი ცხენივით ლუკმას დაგამადლიან”. – გრიგოლ ძოწენიძე (ბედთან თამაში) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიბერეში თურმე ნამეტანი მგრძნობიარე ხდება კაცი”. – რევაზ მიშველაძე (სიკვდილი მაღალმთიან სოფელში)
* * *
„გულმაგარი ჭკვიანი კაცი იმით დაამტკიცებს თავის ღირსებას, რომ სწორედ იმას გამოიყენებს გაჭირვებიდან თავის დასაღწევად, რამაც ეს გაჭირვება მიაყენა”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო (გავროში)
* * *
„განვითარებული და წესიერი ადამიანი პატივმოყვარე ვერ იქნება საკუთარი თავის მიმართ უსაზღვრო მომთხოვნელობისა და დროდადრო ზიზღისა და სიძულვილის გარეშე”. – თედორე დოსტოევსკი (იატაქვეშეთის ჩანაწერები)
* * *
„ზოგი ადამიანი სიბერეში უცნაური ხდება”. – როზმარი შუდერი (ჯადოსნის ქალიშვილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთავრობას რომ საზღვრის გამაგრება დაავიწყდება, გააღებს ჭიშკრებს და განუკითხავად შემოუშვებს მტერ-მოყვარეს, ზურგზე რომ ტომარას რომ გადაიკიდებს და სოფელ-სოფელ ივლის, მშია, შემეწიეთო, არაა მისი საქმე კარგად”. – რევაზ მიშველაძე (უფანდუროდ ნამღერი)
* * *
„ვინ გაბედავს ზღვარი დაუდოს ადამიანის გონებას?” – როზმარი შუდერი (ჯადოსნის ქალიშვილი)
* * *
„შემთხვევისაგან დაზღვეული არავინ არ არის”. – რევაზ მიშველაძე (ცისარტყელა)
* * *
„მალემრწმენ ხალხს მეტი ეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია”. – როზმარი შუდერი (ჯადოსნის ქალიშვილი)
* * *
„მამაცობას და ძალასაც რაღაც საიდუმლო გადამდები თვისებები აქვს”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო (გავროში) – (ავტორი გენია.ჯი)