ამონარიდები ეტტი პირსის რომანიდან – „არა, არ არის დანაშაული”
„ღმერთს არ გაუჩენია ჯერ იმისთანა ჭკვიანი კაცი, რომ ამავე დროს არ გაეჩინოს უფრო ჭკვიანი და გონიერი დედაკაცი, რომელსაც არ შესძლებოდეს მისი ყურით თრევა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრი რამ არის ისეთი ქვეყანაზე, რაც ფულით არ იშოვება”.
* * *
„გახსოვდეთ, რომ თავგანწირული დედაკაცისთანა საშიშარი არა არის რა დედამიწაზედ”.
* * *
„სიყვარული ბრძენსაც შეურყევს ხოლმე ტვინს”.
* * *
„რაც უნდა უბედურებაში იყოს, კაცის სხეული მაინც საზრდოს მოითხოვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდგულა ქორი ქანდარაზე ჩამოეხიაო”, ეს ანდაზა პატარაობისას გამიგონია”.
* * *
„ – როდესაც კაცის სიცოცხლე მოკლებულია ყოველგვარ სიამოვნებას, როდესაც, მას აღარაფერი იმედი დარჩენია ბედნიერების მოსაპოვებლად, მყობადი და მომავალი სამწუხაროდ – რაღა საჭიროა. სიცოცხლეს – სიკვდილი სჯობია”.
* * *
„ტოლი უნდა გყავდეს ამხანაგად”.
* * *
„შეყვარებული ქალი ადვილად ერწმუნება თითოეულ პირფერ სიტყვას”.
* * *
„სიყვარული ტანჯვა და უბედურებაა, მაგრამ მასთან ზეციური ნეტარება და სამოთხეც არის, ურონლისოდ სიცოცხლე შეუძლებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)