ამონარიდები ენ ვეტემაას რომანიდან – „კვერცხები ჩინურად”

„საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ადამიანები ყოველთვის პატივისცემას იმსახურებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნუთუ დღესაც არსებობენ შეურყვნელი იდეები? რაღაც არა მგონია”.

* * *

„ჩვენს საუკუნეში უკვე არავის ძალუძს დარჩეს აპოლიტიკურ პიროვნებად”.

* * *

„ყოველი ეპოქა საკუთარ ნოვატორულ ფორმებს კი წარმოგვიჩენს, მაგრამ რით განისაზღვრება შემდგომში მთელი ეპოქის სახე, ეს სხვა თავსატეხია…”

* * *

„გულუბრყვილობის ფასი რა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგჯერ ადამიანებისა და საგნების ძირის-ძირობამდე ცოდნა არცაა საჭირო”.

* * *

„შემგუებლობას შეიძლება უკეთილშობილესი მიზნებიც ამოძრავებდეს!”

* * *

„სიკეთე მოთხოვნილების მიხედვით კი არა, შესაძლებლობების მიხედვით უნდა განაწილდეს… მე რომ მეჯიბრებიან, ისეთები თუ ბევრად ჭარბობს, ვისაც მე ვეჯიბრები, ასეთ პირობებში თანასწორუფლებიანობას რა თავში ვიხლი!”

* * *

„არიან ქალები, რომლებიც მხოლოდ წყვდიადში ბედავენ თავიანთი ვნებების გამომჟღავნებას… რაც შეეხება გულახდილ საუბარს, კაცებსაც სიბნელე ურჩევნიათ საამისოდ”.

* * *

„ადამიანების შორიდან შეფასება რა ადვილია, არა?” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება