ამონარიდები ვასილ ბარნოვის რომანიდან – „მიმქრალი შარავანდედი”
„ცხოვრება არავისათვის არ არის მხოლოდ სიხარული, არც თვით მეფეთათვის. ყველასა აქვს დარდი რამ, ყველას სდევს კაეშანი, როგორც აჩრდილი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქართველთა იერუსალიმია თბილისი; იქ არის ჩვენი სიონი და მას შინა ჯვარი ვაზისა; იქა სდგას ბაგრატოვანთა ტახტი ღვთივ კურთხეული; იგია გული საქართველოსი, აკვანი ჩვენის ძლიერებისა; იგი წმიდა-წმიდათა არს ქართველებისა! ვინც აღსდგა მის სახსნელად, ნაკურთხია მისი მარჯვენა; ვინც შესწირა მას სიცოცხლე, მოწამეა იგი წმიდა, ქრისტესათვის სისხლის დამთხევი!”.
* * *
„სიყვარული იგივ ღმერთია ხორცშესხმული”.
* * *
„სახელმწიფო მისწრაფებებს თუ საზოგადო მძიმე საქმეებს დიდი მოფიქრება უნდა და სიფრთხილე”.
* * *
„ეჰ, ცრუ არის წუთისოფელი, მოღალატე, გაუტანელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მონაზონობა იგივე სიკვდილია ამ ქვეყნისათვის”.
* * *
„ბევრი ხიფათი სდევს ომს!”
* * *
„ – ღრმა არის მიუწვდომელი გული მეფეთა: განგების განმახორციელებელნი არიან ისინი ამ ქვეყნად, ხოლო საიდუმლოა ნება უფლისა და განუჭვრეტელი!”
* * *
„ – ეჰ, ვინ სთქვა, ამ ქვეყნად არღა არისო ედემი საოცნებო და სიამე პირველყოფილი? როგორ არა! კიდევ არსებობს იგი, გარნა ჟამიერად, მხოლოდ წუთიერად”.
* * *
„შეუძლებელია მშვენიერმა მთლად ჩარჩრდილოს სხვა მშვენიერი: მოფიქრებული ბუნება ერთს რომელსამე კეკლუცში მთლად როდი განახორციელებს უცვალებელ სიტურფეს, არამედ საცნაურ ჰყოფს მხოლოდ რომელსამე მის დარგს. უცვალებელი მშვენება გაფანტულია ქვეყნად და ნაწილ-ნაწილ განახორციელებენ მას ტურფანი”. – (ავტორი გენია.ჯი)