ამონარიდები ეტტი პირსის რომანიდან – „არა, არ არის დანაშაული”

„აუცილებელს უნდა დაემორჩილოს ყოველი კაცი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქალებმა ხშირად იციან კაცის უმიზეზოდ შეძულება და შეყვარება”.

* * *

„სამსჯავრო საქმეში იქნება კარგი არ იყოს გამოტეხილად ლაპარაკი, მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში აუცილებელია”.

* * *

„სანატრელი ნივთის შოვნა ძვირად დაუჯდება ხოლმე კაცს”.

* * *

„სიმდიდრისა და საზოგადოებაში გამორჩეული ცხოვრებისათვის ნუ გათხოვდებით, ასეთების მიმდევართაგან ბევრი ცრემლი დაღვრილა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველი მხდალი ადამიანი აგვიანებს იმ საქმის დაწყებას, რომელიც საეჭვოდ მიაჩნია”.

* * *

„ზოგიერთი სხვას უქადაგებს მოთმინებაზედ და თვითონ კი არა სწამს ეს წესი”.

* * *

„ლამაზი ქალი საშიშარი რამ არის”.

* * *

„ყოველი ადამიანი ერთ რაიმე საგანს მაინც მიელტვის”.

* * *

„შეუბრალებელი და უსამართლო კანონია, მამის ცოდვა შვილს რომ მოეკითხება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება