ამონარიდი ჯემალ რატიანის რომანიდან – „მდინარესა და მთებს გაღმა”
„ – ეჰ, ყველგან ასე ყოფილა, აღარ ღირს ცხოვრება.
ადამიანებს მაინც რა დაგიშავეთ? ნუთუ სიკეთისთვის მაძაგებთ? ვინც არ მოგეწონებათ, გაიძახით, ქათმის ჭკუა აქვსო. წელიწადში ასამდე კვერცხს ვდებ. მართალია, ამ დროის განმავლობაში კრუხად ჯდომა ორჯერ მიხდება, მაგრამ ზედმეტ მონაგებ კვერცხებს თავად არ ყლაპავთ? – ეს ტაფამწვარიო, ეს გოგლი-მოგლიო, სადილსაც ხომ კვერცხით აზავებთ?!… ლაპარაკი არა მაქვს შვილებზე, რომლებსაც ერთიანად მუსრს ავლებთ, გაზრდასაც არ აცლით. ეტყობა, ასე იცით ადამიანებმა მადლობის გადახდა”.