ამონარიდები გოჩა მანველიძის რომანიდან – „მორიელი”
„ცხოვრება გვაიძულებს, ვიყოთ ისინი, ვინც სინამდვილეში არ ვართ, ვაკეთოთ ის, რაც არ გვსურს და გვეზიზღება, მაგრამ მაინც ვაკეთებთ და… ისინი ვართ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თავისუფლება მხოლოდ მარტოობაშია”.
* * *
„ – ასე მასწავლიდნენ მუდამ: „ის, ვისაც არ გააჩნია უკანდასახევი გზა, წინასწარ განწირულია!”
* * *
„ამ ქვეყნად უამრავი საინტერესო თემაა… მაგალითად, ხელოვნება, კინო, თეატრი, სპორტი, ისტორია, პოლიტიკა ან სიყვარული, ან კიდევ – ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის სხვა საკითხები, თუნდაც – ინტიმური. უკიდურეს შემთხვევაში ქალაქური ჭორებითაც შეიძლება თავის შექცევა: ის იმის საყვარელია, ის იმისგან ფეხმძიმედაა…”
* * *
„შეუფერებელია, თავად ივსებდეს ჭიქას მამაკაცის საზოგადოებაში მყოფი ქალი, თანაც ულამაზოა ბოთლმომარჯვებული მანდილოსანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცთომილება ნებისმიერ განზომილებას ახასიათებს”.
* * *
„თვალები სულის სარკეა”.
* * *
„აუტანელია ასეთი ყოფა – მომავლის გარეშე!..”
* * *
„ვის სჭირდები ჯიბეგაფხეკილი?!”
* * *
„ასეთია ცხოვრება. იმარჯვებს ძლიერი, სუსტი მარცხდება!” – (ავტორი გენია.ჯი)