ამონარიდები გოჩა მანველიძის რომანიდან – „სარანგი”

„ცხოვრება მრავალ გამოცდას გვთავაზობს, ზოგჯერ ისეთსაც, რომლის დაძლევაც წარმოუდგენლად ძნელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეუძლებელია ადამიანი ვერ ერკვეოდეს სამართლიანობაში”.

* * *

„ნიჭს აღიარება სჭირდება და არა გზის ჩახერგვა”.

* * *

„სიცოცხლე ერთი აქვს ადამიანს, ერთი და ღმერთისგან უსასყიდლოდ მიღებული. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადამიანს არ შეუძლია სიცოცხლე აჩუქოს სხვა ადამიანს, თანაც სრულიად უანგაროდ, თავისი და თავისი მეგობრების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე!”

* * *

„დარტყმას მოგერიება და, უფრო მეტიც, პასუხის გაცემა სჭირდება!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – გახსოვდეს, ჩვენი პირველი და მთავარი მტერი, ისევ ჩვენში, ჩვენივე გრძნობების სახითაა ჩაბუდებული. არასოდეს აჰყვე მათ”.

* * *

„რა ველურობაა. ერთია, როდესაც ადამიანი ადამიანს კლავს და მეორე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი იძლევა მკვლელობის სანქციას”.

* * *

„ – არავინ უნდა კვდებოდეს ხელებშეკრული!”

* * *

„კაცურ სამართალში ყველა ერკვევა, მაგრამ უმრავლესობა მაინც არაკაცობას მისდევს”.

* * *

„- არის ასეთი ბავშვური კითხვა – ოქროს თევზი რომ დაიჭირო და სამი სურვილის ასრულება შეგეძლოს, რას ისურვებდი, პაატა? მითხარი, რაზე ოცნებობ, რაა შენთვის ყველაზე სანუკვარი?.. მიპასუხე.

- რა ვიცი, რა გიპასუხო, რამდენი რამ შეიძლება ინატროს ადამიანმა.

- მაინც? – არ მოეშვა ზვიადი.

- არა, არ შემიძლია ამაზე ფიქრი! – საფეთქლები მოისრისა პაატამ.

- მე კი მხოლოდ ერთს ვისურვებდი, სამჯერ გავიმეორებდი ერთი და იმავეს – თავისუფლება – ჩემ ქვეყანას!.. თავისუფლება – ჩემ ქვეყანას!.. თავისუფლება – ჩემ ქვეყანას!..” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>