ამონარიდები შალვა დადიანის რომანიდან – „გვირგვლიანების ოჯახი”

„გაუთხოვარი ქალი გამოუცნობი რამ ამოცანაა, სფინქსია, სწორად ვერ გაიგებ მის მთავარ ხასიათს: სანამ ქალწულია, ნაზია და ლმობიერი თავისი საქციელით, რომ გათხოვდება, შემდეგ შეიძლება ბრჭყალებიც გამოაჩინოს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – სიმდიდრე დიდი ღონეა, შვილო, ამ ცხოვრებაში”.

* * *

„ – მართალი ყოფილა: ავი კაცი აღდგომასაც ავიაო!”

* * *

„იგივეობა „მარად და მარად” ძნელი შესარჩენია”.

* * *

„ – დიდი კაცი მხოლოდ იმას ეთქმის, ფარნა, ვინც ჭკუით, გონებით, განათლებით და მომზადებით არის დიდი კაცი, ჩამომავლობით კაცი არაფერს არ წარმოადგენს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ეგ როგორ შეიძლება! ხელთ ჩავარდნილი ბედნიერება ხელიდან არ უნდა გაუშვათ, არ უნდა გაგისხლტეთ”.

* * *

„მიწას ვინც ამუშავებს, მიწაც იმისია”.

* * *

„ – იცოდეთ, ბავშვებო, რომ გლეხობა დიდი ძალაა, მხოლოდ ამ ძალას კარგი მოხმარება უნდა”.

* * *

„მეუღლეობა მარტო ცოლ-ქმრობას კი არ ნიშნავს, არამედ ნამდვილი უღლის გაწევას, თანატოლობას, თანასწორობას”.

* * *

„ – ხე მენანება სასიკვდილოდ, მებრალება, ვერ ველევი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>