ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”
„მთელი სიგრძე-სიგანით უნდა განიცადო ყოველი წამი, რადგან ცხოვრება წარმავალი წამიერებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარულის დაუწერელი კანონი ღაღადებს, იმაზე დამამცირებელი არაფერია, როცა ერთის გადაჭარბებული ტრფიალი მეორისათვის სამძიმო და აუტანელიაო”.
* * *
„თურმე ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როცა მის ცხოვრებას აზრი, შინაარსი აქვს!”
* * *
„ცოლისაგან მოტყუებული კაცები ყველა ქალს ეჭვის თვალით უცქერიან, აღარ ენდობიან!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძნელია სხვის ჭერქვეშ ცხოვრება”.
* * *
„კარგი კაცის ნაცოლარი კარგი ღვინის ნაძირალივითაა”.
* * *
„ბედნიერებას ეს რა ელვისებური ფრთები ჰქონია?!”
* * *
„ყველა ქალს ეამაყება, სიამოვნებს, თუ მამაკაცს იგი მოსწონს, ეტრფის, ეთაყვანება”.
* * *
„ – ვაჰ, წახდა ქვეყანა!” – (ავტორი გენია.ჯი)