ამონარიდები ჰანს ფალადას რომანიდან – „აწ რაღასა იქმ, პატარა კაცო?!.”
„უნდა იცოდეთ, როდის აგოთ პასუხი საკუთარი თავის წინაშე, რომ მერე სინდისმა არ შეგაწუხოთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კვირა დღეს მტკიცედ გწამს, რომ ორშაბათამდე მთელი საუკუნეა, მაგრამ ადრე თუ გვიან დადგება, უეჭველად დადგება ორშაბათი დღე”.
* * *
„უწინ კიდევ შეხვდებოდი თითო-ოროლა წესიერ კაცს… მაგრამ დღეს…”
* * *
„უმუშევრობა გვაშოროს ღმერთმა”.
* * *
„არის ისეთი რამ, რაც ქალმა არ უნდა იცოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედისწერა არ ჩქარობს”.
* * *
„სწავლა და გამოცდილებაც ფული ღირს”.
* * *
„დღეს ყველას უჭირს”.
* * *
„რა კარგია, რომ გყავს ვიღაც, ვისთვისაც შეგიძლია იმუშავო, ვისზედაც შეგიძლია იზრუნო, იზრუნო, თუნდაც უმუშევარი დარჩე”.
* * *
„მერწმუნეთ, ბავშვი ოჯახის მშვენებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)