ამონარიდები ლევან გოთუას თხზულებიდან – „ნისლი ნახატარის ტყეში”

„მუქარა წაგებით გაბრაზებული კაცის ტრაბახია!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რა ფასი აქვს იმ სიმართლეს და ოცნებას, რომელსაც დარტყმითი ძალა არ გააჩნია, თავის დაცვა არ შეუძლია?!”

* * *

„კაცის მოკვლა ადვილია, მისი ზნეობრივი წურთნა და გაბედნიერებაა ძნელი!”

* * *

„პირდაპირს მხოლოდ ერთი პირი აქვს, გადაკრულს კი რამოდენიმე პირი და ხელი”.

* * *

„ორაგულზე ნაკლები ორაგული არაგვმა დაახრჩოს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრების სილამაზე და წინსვლის პირობა შესაძლოა მის სირთულეში და ხანდახან სიმახინჯეშიაც იყოს!”

* * *

„გზა ფიქრს აგრძელებს, ხოლო ფიქრი გზას ამოკლებს, მისი უებარი გულსაოხია”.

* * *

„მოქმედება ყოველთვის გამართლებულია, მაშინაც კი – როდესაც ვერ აღწევ მიზანს!”

* * *

„ – ეჰ, ასეთია ცხოვრება – ტყიდან ნადირი გარეკა, ადამიანი კი შიგ შეაგდო… და არის ასე!”

* * *

„შენ ტყე მარტო ბევრი ხე ნუ გგონია? – მთელი სამყაროა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება