ამონარიდები ლევან გოთუას თხზულებიდან – „ლეკვი ლომისა”

„შვილებმა თითქმის არასოდეს იციან მშობლების სიყვარულის სიღრმე, მაშინაც კი, როდესაც თავად ხდებიან მშობლები და ეს თვისება მხოლოდ თავისი ჰგონიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უსწავლელ ნიჭს ხშირად ნასწავლი უნიჭობა სჯობს, დიახ!”

* * *

„ყოველ ადამიანურ ასაკს ჰქონია თავისი უპირატესობა”.

* * *

„ტყის პატრიოტობა ქვეყნის პატრიოტობას ნიშნავს!”

* * *

„უსაფუძვლო ოპტიმიზმს ხშირად საფუძვლიანი პესიმიზმი სჯობს სწორი დასკვნების გამოსატანად!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ძიება აზრისა და მიგნების დედაა!”

* * *

„ვის არ უყვარს ყურადღება?!”

* * *

„ცოდნას გამოზოგვა უნდა!”

* * *

„უოცნებოდ ახალგაზრდას ისე არ შეუძლია ყოფნა, ვით უჰაეროდ… უმიზნოდ შეუძლია და უოცნებოდ კი არა!”

* * *

„ტყე მარტო ხეთა სიხშირე არ არის, ისე, როგორც ერი მარტო კაცთა სიმრავლე! არსებითად მეტია და თვითმყოფადი სამყაროს ნიშანს ატარებს!”

კომენტარის დატოვება