ამონარიდები ლევან გოთუას თხზულებიდან – „სერაფიტი”

„ზოგი ჭირიც მარგებელია, მაგრამ ზოგი სიკეთეც მავნებელი!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიდი უმრავლესობა ჭაობს უფრო ამჩნევს, ვიდრე წყაროს!”

* * *

„ – ღმერთებო! ეს რა ხაფანგებია ცხოვრებაში?! ბედის გამრიგეს ხელოვნება დიახაც დაეწუნება…”

* * *

„ომში საბოლოოდ ტურები და ჭიანჭველები იმარჯვებენ… მათ რჩებათ მტერიცა და მოყვარეც… ბურთიცა და მოედანიც!..

* * *

„თქმული სიტყვა ამოუწურავი მორევია… მას იმდენი კილო აქვს, რომ ხშირად მთქმელს არ მოეხსენება – რა თქვა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანს ხშირად ხელის შეშლა უფრო ამოძრავებს, ვიდრე ია-ვარდით მოფენილი გზა!..”.

* * *

„მეხსიერება კარგი უნდა გქონდეს, მაგრამ დავიწყებაც უნდა შეგეძლოს!”

* * *

„ – ეს ქვეყანა უტიფრობისა არის! განა არ იცი?!”

* * *

„ადამიანებს რა გვჭირს, რომ ყველაფერს, სულიერსაც – ვახორციელებთ!”

* * *

„ყოველი გულწრფელი სიტყვა მისი მთქმელის სულის სახეა!..” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება