ამონარიდები ივანე ბუნინის თხზულებიდან – „ლიკა”
„ – მე, მაგალითად, დიდად არ მაღფრთოვანებს ხალხი, სამწუხაროდ, კარგად ვიცნობ მას და მაინცდამაინც არა მწამს, რომ ის ყოველგვარი სიბრძნის საწყისი და წყაროა და რომ მე ვალდებული ვარ მასთან ერთად სამ ვეშაპზე დავამკვიდრო დედამიწა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა საშინელია ადამიანური უნიჭობის სანახაობა!”
* * *
„ – მე მინდა ცხოვრება, ხალხი მშვენიერი იყოს, სიყვარულს, სიხარულს აღგიძრავდეს და მხოლოდ ის მძულს, რაც ხელს უშლის ამას”.
* * *
„სწრაფად მხოლოდ უმდაბლესი ორგანიზმები ვითარდებიან”.
* * *
„არის აგრეთვე პირადის გარდა სხვა რამეც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრება სწორედაც აღმაფრთოვანებელი უნდა იყოს”.
* * *
„რა ბედნიერებაა ჩამოიფერთხო მთელი ჩვენი ცოდვილი ცხოვრების ფერფლი და იგი სადმე ტრამალის ხუტორში, დნეპრის ნაპირას აგებულ თეთრ ქოხში პატიოსანი, შრომითი ცხოვრებით შეცვალო!”
* * *
„ადამიანი მუდამ მოელის რაღაც სასიხარულოს, საინტერესოს, ოცნებობს სიხარულზე, რაიმე ამბავზე. ამით გიზიდავს გზაც, შემდეგ თავისუფლება, სილაღე… სიახლე რომელიც აღგაფრთოვანებს, ზრდის ცხოვრების აზრს, ჩვენც ხომ ამას ვეძებთ ყოველგვარ ძლიერ გრძნობაში”.