ამონარიდები ივანე ურჯუმაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”
„კაცს კარგი არ უნდა დაუკარგო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა მიმხვედრია ბავშვის გული, მის თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარება”.
* * *
„დედის ტყუილუბრალოდ შეურაცხმყოფელი მამა შვილებს როდი უყვართ!”
* * *
„ხელეჩო ხომ არა ხარ, სულ შენსკენ ითალო, კაცი თუ ხარ, ჯიბეზე ხელის გაკვრაც უნდა გიყვარდეს!”
* * *
„ქალი თავზე საყვარელია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ოღონდ იყოს სიყვარული, ურთიერთგაგება, პატივისცემა, თორემ კარგი ცოლ-ქმარი ცულის ტარზედაც გაათვევენ ღამეს”.
* * *
„ – რაკი ხელქვეითის დანაშაულზე მე მაგებინეს პასუხი, მეც ხომ მყავს უფროსი. ჩემს უფროსსაც უფროსი ჰყავს, იმ უფროსს კიდევ უფროსი. მაშ, აჰყვნენ ზევით-ზევით და ყველას აგებინონ პასუხი, აი, მაშინ დამყარდება წესრიგი”.
* * *
„როცა კაცი უსაფუძვლოდ იციცნის, სიცილის მიზეზს იძლევა!”
* * *
„ – ჩვენთან ასეთი წესია, ყველა მნიშვნელოვან თარიღს პურმარილით აღვნიშნავთ!
- საწინააღმდეგო არაფერი მაქვს! კარგი წესი გქონიათ! ყველაზე უკეთ კაცს პურმარილზე გაიცნობ. ღვინო აახლოვებს ადამიანებს, ამეგობრებს, აძმაკაცებს!” – (ავტორი გენია.ჯი)