ამონარიდები ალექსეი ტოლსტოის ტრილოგიიდან – „გზანი წამებისანი”
„ძლიერი ადამიანები ყოველთვის უბრალო ხალხია… ამაშია მთელი მათი ძალა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართალია, ადამიანი სიცოცხლისუნარიანია, მისებრ ჭრილობებსა და უბედურებას ვერც ერთი მხეცი ვერ გადაიტანს”.
* * *
„უქმად არაფერი იკარგება, ყოველივე გამოძახილს პოულობს: წაიცუღლუტე და დაივიწყე, მაგრამ გაიხედავ და, შენ უკვე გრანდიოზული სურათის წინ დგახარ”.
* * *
„კარგი მეთაური ისაა, ვისაც ყველაზე მძიმე ვითარების ჟამს ახსოვს მასზე დანდობილი თითოეული მებრძოლის რთული სულიერი სამყარო…”
* **
„ – თუ მხოლოდ იმისთვის ვცხოვრობთ, რომ ვჭამოთ?.. მაშინ ტყვიამ გოგრა შემიმსხვრიოს და ჩემი ტვინი, რომელიც სავსებით შეცდომით მთელი სამყაროს ტოლდიდად მიმაჩნია, განმიქრეს, როგორც საპნის ბუშტი. იცი, ცხოვრება ეს არის ნახშირბადის ციკლს პლიუს აზოტის ციკლი. პლიუს კიდევ რაღაც ოხრობა… მარტივი მოლეკულებიდან იქმნება რთული, ძალიან რთული, შემდეგ კიდევ საოცრად რთული… ამას მოჰყვება აღსასრული! ნახშირბადი, აზოტი და სხვა ოხრობა იწყებს უმარტივეს ნაწილაკებად დაშლას, და დამთავრდა ყველაფერი. დამთავრდა ყველაფერი…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამბობენ, არიან უშიშარი ადამიანებიო, ეს სისულელეა… შიში არსებობს და როცა თავს წამოჰყოფს, შენ ეს თავი გაუჭეჭყე… თავის შერცხვენა შიშზე ძლიერია…”
* * *
„ხდება ასეც, ყველაზე გამოცდილი კაცი დაიბნევა…”
* * *
„შეიძლება ყველაფერი გადაიტანო, წარმოუდგენელი რამეც კი, თუ ალერსიან შემოხედვას გრძნობ… თუნდაც წუთიერს. სამაგიეროდ აღსდგება სულიერი ძალები, საკუთარი თავისადმი რწმენა. ჰოდა, კვლავ ცოცხალია ადამიანი…”
* * *
„დისციპლინა გონივრული უნდა იყოს, მაშინ იქნება იგი საზოგადოებრივი წესრიგის ფორმა და განვითარების აუცილებელი პირობა. ასეთ გონივრულ დისციპლინას ღრმა სოციალური მოძრაობა ბადებს. მაგრამ თუ ეს ასე არაა, თუ იგი მხოლოდ იძულების ერთ-ერთი იარაღია, მაშინ დისციპლინას არ ვუწოდებთ…”
* * *
„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სიცოცხლისადმი ლტოლვა”. – (ავტორი გენია.ჯი)