ამონარიდები ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიული რომანიდან – „წყურვილი სიცოცხლისა”
„ვის გაუგია, ბოროტებას სიკეთე ეშვას, ანდა ფუჭ შრომას კარგი ნაყოფი მოეცეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კვირაში თუ ცხრა პარასკევი გექნა, ვერაფერს მოიმკი!”
* * *
„განა ოდესმე ჩანს, რა ხდება ადამიანის სულში? იქნებ იქ უზარმაზარი ცეცხლიც გიზგიზებს, მაგრამ არავინ მოდის გასათბობად. გამვლელები მხოლოდ სუსტ ბოლს ხედავენ და შეუჩერებლად აგრძელებენ გზას”.
* * *
„არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან, მაგრამ არ ცდილობენ არავის განსჯას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ შეიძლება რაიმე განუწყვეტლივ გჯეროდეს”.
* * *
„მხოლოდ ძალა და გამბედაობაა საჭირო, რომ გააკეთო, რაც სწორად მიგაჩნია, შეიძლება არ იყოს სწორი, მაგრამ გჯეროდა და გააკეთე, აი ეს არის მთავარი. ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ ისე, როგორც ამას ჩვენი თავი გვკარნახობს, ხოლო კარგია თუ ცუდი, ამის განსჯა ღმერთს მივანდოთ”.
* * *
„თუ შესძლებ შეიცნო თავი შენი, რასაც არ მოეკიდები, ყველაფერი კარგად დამთავრდება”. – (ავტორი გენია.ჯი)