ამონარიდები ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიული რომანიდან – „წყურვილი სიცოცხლისა”
„პატიოსანი კაცი სხვას არ მოკლავს იმის გულისთვის, რატომ ჩემსავით არ აზროვნებო!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სულ მეგობრობა შეუძლებელია. ხანდახან ჩხუბიც საჭიროა”.
* * *
„ – ნიჭი, ჩემო კარგო, ნიჭი, – ბუნება გვაჯილდოვებს. ზოგს აქვს იგი, ზოგს კი არა”.
* * *
„ვინც არ მუშაობს და ჭამს – ეს რა თქმა უნდა დანაშაულია, რადგან ვინც მუშაობს, ღირსია ჭამოს, მაგრამ თუ ადამიანი მუშაობს და მაინც არ შეუძლია ლუკმა-პურის შოვნა, ეს უკვე ტრაგედიაა და საკმაოდ სერიოზული”.
* * *
„რა სჯობია, როცა კაცი თავისით ირჩენს თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სწორად უთქვამს მილეს: მე მირჩევნია სულ არაფერი არ გავაკეთო, ვიდრე უხეიროდ გამოვხატო ჩემი სათქმელიო”.
* * *
„თუნდაც ის ფაქტი, რომ ადამიანს ხელში ყალამი უჭირავს და არა გუთანი, ან შემოსავალ-გასავლის წიგნი, არ აძლევს მას უფლებას თავაშვებულად იცხოვროს”.
* * *
„სხვის კისერზე ჯდომა არ ვარგა”.
* * *
„გულმოდგინე მუშაობა შველის ხოლმე კაცს”.
* * *
„დაიმახსოვრე, ნურავის დაუჯერებ, ნურც მე. შენს გზას მიჰყევ!” – (ავტორი გენია.ჯი)