ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”

„ახლა ადამიანი თვითონ გაეშმაკდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ განიზრახავ, მუდამ მოიცლი”.

* * *

„ზოგჯერ შეუბღალავ და უმწიკვლო სახელს შებღალავენ, ლაფში ამოსვრიან”.

* * *

„ვისაც რა ბედი აწერია შუბლზე, ის უნდა გადახდეს”.

* * *

„ერთი იმერელი კახეთში ძაღლმა დაგლიჯა, წავიდა და იმერეთეში მოკლა სხვა ძაღლი – შენც იმის ჯიშისა ხარო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – როგორ შეიძლება, შვილო, კაცი პატიოსანი იყოს და ახალგაზრდები ეჯავრებოდეს?”

* * *

„მოსავალმა დაცდა არ იცის”.

* * *

„ტიალი ნადირია მგელი, იმდენს არა სჭამს, რამდენსაც აფუჭებს”.

* * *

„ეცადე, რომ გრძელმა ენამ მოკლე ჯოხი არ მოგახვედროს”.

* * *

„დაე, ყოველივე მორჩილებდეს სიყვარულის უძლეველ ძალას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება