ამონარიდები თომას მანის რომანიდან – „ლოტე ვაიმარში”

„განა ასე არ არის – ის გარემოება, რომ აუცილებლად მადლობელი უნდა იყო, ოდნავ გვიბღალავს მადლიერების გრძნობას, რამდენადმე წარიტაცებს სიხარულს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კანონები და უფლებანი, შეიძლება ითქვას, მარადიულ ავადმყოფობასავით მემკვიდრეობით გადადის თაობიდან თაობაზე”.

* * *

„ცხოვრების განახლება იქნებ ზოგჯერ ძალდაუტანებლად არც ხდებოდეს”.

* * *

„ხშირად ის ხდება, რასაც არ ელიო – რა სწორად ამბობს ამას ეს უბრალო ხალხური სიბრძნე!”

* * *

„სიკეთის მნიშვნელობა ჩვენთვის, ადამიანებისათვის მით უფრო იზრდება, რაც უფრო ძნელია მისი მოპოვება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვეჭვობ, რომ ძნელია ისეთ ორაზროვან არსებაზე, როგორიც ადამიანია, სხვანაირად ილაპარაკო, თუ არა ორაზროვნად”.

* * *

„სიცოცხლის მეგობრად უნდა ჩაითვალოს ის, ვინც ცხოვრების კარგ და სასიხარულო მოვლენებთან ერთად მის უკუღმა მხარესაც ხედავს, სადაც შეიძლება ხეშეში კვანძებიც იყოს გამოჩრილი და ზოგიერთი ულაზათო ძაფებიც ეკიდოს”.

* * *

„ადამიანები სხვადასხვანაირნი ვართ. ერთი სიამოვნებას იმაში ხედავს, რომ სხვას ყველას დაასწროს და სამუშაოს შეუდგეს მაშინ, როდესაც სხვას ყველას სძინავთ; მეორეს კი ის მოსწონს, რომ ბატონკაცურად ერთხანს კიდევ დაჰყოს მორფეუსის უბეში, მაშინაც კი, როცა გაჭირვება კარს უკაკუნებს”.

* * *

„ – ჭეშმარიტება, ქალბატონო, ყოველთვის ლოგიკას როდი სჯერდება; ჭეშმარიტებას რომ არ დაშორდე, აქა-იქ ზოგჯერ შენს თავს უნდა ეწინააღმდეგებოდე”.

* * *

„ბევრად უფრო ძნელი და საპატიოა ადამიანთა დაკმაყოფილება, ვიდრე მათი გაცბუნება…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>