ამონარიდები ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”
„დიდებულია მოკვდე ისე, როგორც გიცხოვრია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ადამიანს ერთი აზრი აქვს, მერე იმას ყველაფერში ნახულობს”.
* * *
„ჰიპოკრატეს თანახმად: სახელდობრ: „ჭამაში, სმაში, ძილში, სიყვარულში, ყველაფერში საჭიროა თავშეკავება”.
* * *
„ბუს რა უნდა ტოროლას ბუდეში”.
* * *
„კარგი რამ არის კეთილგონიერება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული ხეს ჰგავს: იგი თავისთავად იზრდება, ღრმად იდგამს ფესვებს მთელ ჩვენს არსებაში და ხშირად განადგურებულ გულშიც კი განაგრძობს მწვანედ ხასხასს”.
* * *
„რაც უფრო ბრმა არის ვნება, მით უფრო ახირებულია, გაკერპებულია. ყველაზე ძლიერი იგი მაშინ არის, როცა ყველაზე განუსჯელია, უგუნურია”.
* * *
„რასაც ადამიანები აგვარებენ, იმას გარემოებანი შლიან და ფუშავენ ხოლმე”.
* * *
„აბა მიდი და ვეფხვს ძვალი აართვი!”
* * *
„ანაქსაგორა ამბობდა: ქვეყნად იმიტომ ვცხოვრობ, მზის ცქერით დავტკბეო”. – (ავტორი გენია.ჯი)