ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „დედაშვილობა”
„ – ნუთუ არ შეიძლება, კაცმა თავისით გაიკვლიოს გზა, არავისგან დავალებული არ იყოს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაც ქვეყანაზე ხდება, ყველაფერს რომ ფარდა აეხადოს, ცხოვრება ბიწიერების ჯოჯოხეთს დაემსგავსება”.
* * *
„ბედნიერება ფრთამალი ფრინველივითაა, არავის ძალუძს მის გულში დიდხანს გამომწყვდევა”.
* * *
„ – ჩემი დარიგება დაიხსომე. გუნებაში ყველაფერზე საკუთარი აზრი იქონიე, მაგრამ საჯაროდ, რასაც სხვები ღაღადებენ, შენც ის ილაპარაკე!”
* * *
„ქეიფში ეცადე სხვა დაათრო, ფხიზელ კაცს არ გაუჭირდება ადამიანებს ნოეს მტრედად მოეჩვენოს, მთვრალი კი თავის სიგლახეს უმალ გამოამჟღავნებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ უფროსებს არ ეჭაშნიკები, წელებზეც რომ ფეხი დაიდგა, არ დაგინახავენ!”
* * *
„ქალის სილამაზეს კაცის ნებისყოფაზე მეტი შეუძლია!”
* * *
„ამქვეყნად მარადიული არაფერია! ჩვენც წუთისოფლის სტუმრები ვართ, მაგრამ ცა ქუდად არ მიგვაჩნია, დედამიწა ქალამნად. გვგონია, სულ ასე ყინჩად და არხეინად ვინებივრებთ სამზეოზე. ღმერთო დიდებულო, კიდევ კარგი, ასე დააწესე, თორემ უამისოდ ადამიანი სიცოცხლითვე მკვდარი იქნებოდა”.
* * *
„სად არის კაცის ალერსს მონატრებული დიაცი, რომ ცდუნებას არ აჰყვეს!”
* * *
„რამდენი სიფრთხილე ყოფილა საჭირო, თურმე ადამიანი სიმართლის თქმასაც უნდა ერიდოს”. – (ავტორი გენია.ჯი)