ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „დედაშვილობა”
„უზნეო ქალები ყველაზე იოლად სულელ მამაკაცებთან ნახულობენ საერთო ენას!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ამიტომ იგი არ განისჯება, არ განიკითხება!”
* * *
„დედა მაშინ არის ბედნიერი, როცა შვილისათვის იბრძვის!..”
* * *
„დიდ საქმეს დიდი ცოდნა და გამოცდილება ესაჭიროება”.
* * *
„უღირსნი იმას ცდილობენ, ღირსეულნი დაამდაბლონ, რათა ხალხის თვალში თავად ამაღლდნენ”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამბობენ, როცა სულთმობრძავი გონებას კარგავს, აღარც ყურთ ესმის, არც თვალი უჭრისო. ნუთუ ეს დასაჯერებელია? ჯერ ხომ არავინ ჩასწვდომია მათ ფიქრებს! განა შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ადამიანი არ აზროვნებდეს, თვალის ჩინი წაერთვას, ყურთ არ ესმოდეს?!”
* * *
„კაცი თავად უნდა მიხვდეს დროის მოთხოვნას, ცხოვრებას ალღო აუღოს, თორემ იმას, რაც ადამიანებმა გამოცდილებით შეიძინეს, დაკვირვებით მოიპოვეს, მზამზარეულს ხონჩით არავინ მიართმევს!”
* * *
„ – ჩემო კარგო, უსიყვარულოდ არც ადამიანს შეუძლია არსებობა, ვერც სიყვარული იარსებებს უადამიანოდ”.
* * *
„მიუკარებლობა და თავდაჭერილობა ქალს ფასს მატებს”.
* * *
„რა იოლია სხვისი განსჯა!” – (ავტორი გენია.ჯი)