ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ჯვარცმა”
„რა იოლია სიკვდილზე ფიქრი, როცა იგი შორსაა, იცი, რომ ვერ შეგეხება მისი მსახვრალი ხელი, მაგრამ საშინელი რამ ყოფილა სულთამხუთავი მიქელ-გაბრიელი გვერდით რომ მოგიწვება. ბრჭყალებით ყელში გწვდება, ნელ-ნელა დაგიწყებს მოხრჩობას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უქართველკაცოდ საქართველო არ იქნება!”
* * *
„სიკვდილის პირზე მყოფი ადამიანის განცდებს ჯერ არავინ ჩასწვდომია და ალბათ ამას ვერასოდეს ვერც ვერავინ შეიტყობს! ეს გრძნობა ხომ ადამიანის გვამთან ერთად არარაობად იქცევა”.
* * *
„ზოგიერთი ცოტა სიმართლეს იტყვის, რათა მერე უფრო მეტი იცრუოს და იცბიეროს!”
* * *
„რას იზამ, წესსა და კანონს ვერ გაექცევი!”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დალოცვილო სინათლევ, ეს რა ძალა გაქვს! მომაკვდავსაც მხედველობას, სმენას, ყნოსვას უმახვილებ. ამასთან ასულიერებ, ანუგეშებ, რწმენას, იმედს მატებ!”
* * *
„მშიერს ყველაზე უფრო ყნოსვა უვითარდება”.
* * *
„ეს რა დაწყევლილი, ულმობელი რამ არის სიკვდილი! ასე ერთი ხელის მოსმით როგორ ცვლის, ასხვაფერებს, მძორად, არარაობად აქცევს ადამიანს!..”
* * *
„ეტყობა გასაჭირში ჩავარდნილ კაცს თვისტომი ესაჭიროება. ერთ ბედში მყოფი ადამიანები ერთმანეთს თანაუგრძნობენ, შემწეობას უწევენ!”
* * *
„სამართლიანობა მოითხოვს, ხალხის წინაშე ცოდვილთ სამაგიერო მიეზღოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)