ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ჯვარცმა”

„ხდება ხოლმე, რაც უფრო გულით გინდა, გწადია ამა თუ იმ საქმის კარგად, უზადოდ გაკეთება, მით უფრო არ გამოგდის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გულადი ადამიანი არასოდეს არ არის საწყალი!”

* * *

„იმედი ძვირფასი ყავარჯენია, სიხარულია, ბედნიერების წყაროა. და მგონი თავად სიხარული, ბედნიერებაა!”

* * *

„უკიდურესი სასოწარკვეთილება უკიდურეს ძალას აღძრავს ადამიანში”.

* * *

„ – განათლებით იურისტი არ გახლავარ, მაგრამ ვიცი, მოსამართლენი მოვალენი არიან მოუსმინონ იმას, ვის ბედსაც სწყვეტენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არ არსებობს იმაზე უფრო დიდი დანაშაული, ვიდრე უბრძოლველად ფარ-ხმლის დაყრა”.

* * *

„ხომ შეიძლება კაცს ძალდატანებით არამზადულ საქმეს აკეთებინებდნენ, თვითონ კი სულაც არ იყოს არამზადა?!”

* * *

„მოღალატე! სათქმელად ადვილია!”

* * *

„ – ერთი უბრალო ადამიანი ვარ და არ დაგიმალავ, სიკვდილი მძულს, სიცოცხლე მწყურია!”

* * *

„იცოდეთ, სიმართლე არ დაიკარგება!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება