ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ჯვარცმა”

„კეთილი ბოროტად გადაიქცევა, თუ ორივეს თავის სახელს არ დავარქმევთ!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„იცოდე, რაც უფრო უცებ გადიდკაცდები, მით უფრო მალე დაპატარავდები”.

* * *

„- იცი რა, გარეგნულად ნურასოდეს ნურაფერს შეაფასებ”.

* * *

„ცხოვრება წინა კაცისაა, ის იქნება დაფასებული, განდიდებული, ზურგში მდგომს რას დააცდის”.

* * *

„ზოგი დილიდან საღამომდე სავრძელშია გამოჭიმული, თითს თითზე არ აკარებს, ანეკდოტებით თავს იქცევს, ყველაფერი კი შინ მზამზარეული მისდის. აბა, ერთი სცადეთ: მძინარე დათვს უფრო ადვილად გამოათრევთ ბუნაგიდან, ვიდრე იმას კაბინეტიდან!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თანამდებობის პირთან ყოფნა ქალს პეწსა და ეშხსა მატებს, ისევე, როგორც ლამაზი ქალის სიახლოვე კაცს თვალსაჩინოსა და გამორჩეულს ხდის”.

* * *

„როდის იყო შვილი მშობელს ვალს უხდიდა? თუ რამე გაქვავია, შვილისათვის არ გინდა?”

* * *

„რამდენი შემთხვევა ვიცი, რომ ქალებს სხვისი შვილები კაცებისათვის თავზე მოუხვევიათ”.

* * *

„სულთმობრძავნი არ იტყუებიან!”

* * *

„დაიხსომეთ: ყველაფერი შესაძლებელია!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება