ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„ – ეგრეა, შვილო, რასაც პატრონი არა ჰყავს, ყველას ხელწამოსაკრავი ხდება ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წუთისოფელი კაცმა ჭკუით უნდა მოჭამო”.
* * *
„ – მამაჩემმა იცოდა ხოლმე, როცა გავაჯავრებდი და გავექცეოდი ბავშვობაში: სადამდე ივლი, მაინც აქ მოგიყვანს ჩემი პურის კიდობანიო”.
* * *
„ვეშაპი იგეთს არაფერს ჩაყლაპავს, რომ ვერ მოინელოს”.
* * *
„გიჟისას რას გაიგებ?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სომეხმა თქვა: იგეთი თვალები დაბრმავდეს, რომელმაც ვერ დაინახოსო”.
* * *
„ – ვინც მიდის, უკან აღარავინ მოდის. ეგრე სჩვევიათ ახლა ახალგაზრდებს. სოფელში დაიბუმბლებიან, ფრთებს სოფელში გამოისხამენ და ფრენით კი სხვაგან დაფრინავენ”.
* * *
„ – რა ლამაზია, წყეული, მოკვლა დაგენანება. რატომ უნდა ბოგინობდეს ბოროტება მასში? იქნება არც არი ბოროტი? განა სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ტომის ინდიელები მოშინაურებული ანაკონდის მფარველობაში არ ტოვებენ ბავშვებს, როცა თვითონ სანადიროდ მიდიან? არა, როგორც ადამიანში, უხსენებელშიც უეჭველად ბუდობს ორი საწყისი, რადგან მისი შხამი წამალიც არი და საწამლავიც. მედიცინა თავის ემბლემად ტყუილად არ აირჩევდა ამ ქვეწარმავალს. მაშ რითი უნდა აიხსნას ის ამბავი, რომ ვიღაც თავზეხელაღებულმა გველების ფერმაში ორი დღე-ღამე სრულიად უვნებლად გაატარა შიშველ მიწაზე მწოლმა? მაინც რა არი ეს? სენსაციისთვის სიცოცხლის არად ჩაგდება, თუ მეცნიერებისთვის თავდადება? და თუ ეს მეცნიერებისთვის ხდება, მე იმ კაცს ჯორდანო ბრუნოს გვერდით დავაყენებდი, რადგან მხოლოდ ამგვარ ღირსეულთ შეუქმნიათ ადამიანთათვის ფასეულობანი”.
* * *
„დარდიანი კაცის გული თანაგრძნობის შემდეგ ხალვათია”.
* * *
„ეგრეა ძმაო, ეს ქვეყანა ფულზე ტრიალებს. თუ ფული გაქვს, კაი კაცი ხარ, პატიოსანიცა”. – (ავტორი გენია.ჯი)