ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ჯვარცმა”
„კაცის ღირსების საზომი ოდით ის იყო, ცოლ-შვილს როგორ მზრუნველობდა, დღესაც ასეა და მარად ასე იქნება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ, იმაზე ცუდი არაფერია, კაცი, რომ დაბერდება, ჭკუა კი ბავშვისა შერჩება: ერთი ჭიქა ღვინისათვის ცხრა მთას იქით გაჰყვება მოპატიჟეს”.
* * *
„დედის არდამფასებელი მამა შვილებს არ უყვართ”.
* * *
„რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით მეტი ბედნიერება დატრიალდება ოჯახში!”
* * *
„ღვინით აჭიკჭიკებული კაცი ათას სისულელეს როშავს ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეს რა გადაკარგულში გაუხსნიათ სასაფლაო! მკვდარი რომ გაცოცხლდეს, სახლში გზას ვეღარ გამოიგნებს”.
* * *
„ – ეჰ, ჩემო ძმაო, ამქვეყნად ურვა და ბედშავობა არავის აკლია!”
* * *
„კაცის ყველაზე დიდი თანამდებობა ოჯახის უფროსობაა”.
* * *
„ეჰ, რა უკუღმართია წუთისოფელი!”
* * *
„დედა მაინც დედაა, იმაზე უფრო არავის შესტკივა შვილებზე გული!” – (ავტორი გენია.ჯი)