ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„როცა ნაგაზები ჩხუბობენ, ფინია განზე უნდა იდგეს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვინმემ რომ მკითხოს: ღვინო უფრო ძლიერია თუ ღმერთიო, მე ვიტყოდი: ღვინო-მეთქი”.
* * *
„ნადირმა იკითხოს, თორემ მონადირეს ტყვია-წამალი არ გამოელევა”.
* * *
„ხალხი იგრეა გაფუჭებული, ჯამში გივარდება, – აცა, რომელიმე ლუკმას სხვისი ნიშანი ხომ არ ატყვიაო”.
* * *
„საქმეს ვიღამ მიხედოს, ყველამ თუ წიგნი იკითხა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაანებივრებ კაცს და ყურზე მიიძინებს”.
* * *
„რამდენი შერეკილია ქვეყანაზე”.
* * *
„ყოველგვარ ახსნას დასაბუთება უნდა”.
* * *
„უცნაურია, სახელმწიფოებს როგორ უძღვებიან, როცა რაიონის გაძღოლა ჭირს?”
* * *
„ – საქმე სიბრალულზე კი არ არის, კანონი -კანონია. ჩვენ დღეს რომ იმას დავუთმოთ, ხვალ ეფრემი უფრო მეტს მოინდომებს, სიკოც იტყვის, სხვაზე მე რა ნაკლები ვარო, მარკოზაც ამას უცდის და აი, ხედავ? რა გამოვა?” – (ავტორი გენია.ჯი)