ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”

„ზოგი კაცი მიმპარავ ძაღლზე უარესია. არ იცი, სად და როდის გიკბენს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უცნაურია ადამიანი: ერთი რაღაც გულუბრყვილო დღე, ან შემთხვევა ჩაეჭედება თავში და იქიდან აღარც ამოუვა…”

* * *

„აბა, რას გაიგებ გულღრძო კაცისას. თუ შარი გინდა, საშაროც გამოჩნდება”.

* * *

„ბევრგან არიან მოხვედრილნი შემთხვევითი ადამიანები”.

* * *

„შეშინებულ კაცს ჭიანჭველა პითონად მოეჩვენება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დაიცადე, როცა კაცი ლაპარაკობს”.

* * *

„ნეტა ეგრე იყოს, რომ ჩვენმა თხამ მგელი დაიჭიროს”.

* * *

„ვირს დიაკვნად არ აყენებდნენ და ის შეხტა და შემოტრიალდა: არქიმანდატობაზე ნაკლებს არ დავჯერდებიო”.

* * *

„შორიდან ცულის ქნევით ხე არ წაიქცევა”.

* * *

„სიბრძნე დიდი განცდებისა და ჭირ-ვარამის ნახვის შემდეგ მოდის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>