ამონარიდები პაულ თომას მანის რომანიდან – „ლოტე ვაიმარში”
„სიყვარული თავნება და ახირებული, უწინარეს ყოვლისა უძლეველი ძალაა, არაფერს რომ არ დაგიდევს, ხშირად კეთილგონიერებას აბუჩად იგდებს და ჭკუის დაუკითხავად თავის უფლებას იმკვიდრებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთი სიტყვას დიდხანს აბრუნებს და ატრიალებს ჩვენს პირში ისე, რომ ვაქებთ იმას, რაც გვინდოდა გაგვეკიცხა, და ვწყევლით იმას, რისი დალოცვაც გვსურდა”.
* * *
„დიდი კაცის შვილობა უმაღლესი ბედნიერებაა, ფასდაუდებელი სიამოვნება, მაგრამ მძიმე ტვირთიც არის, საკუთარი მეობის მუდმივი დამცირება, საკუთარი პიროვნების ღირსების ხანგრძლივი განტევება”.
* * *
„იქ, სადაც აღტაცების საფუძველია, ყოველთვის მოიძებნება გაკვირვების, არასასიამოვნო გაოცების მცირეოდენი საბაბიც”.
* * *
„ყველაფერი არ შეიძლება ყველაფერზე უკეთესი იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ ენა წვრილმანებში ოინებს გვიწყობს, უნებლიეთ ერთ ორ სიტყვას უაღრესად კომიკურად შევატრიალებთ და იძულებული ვხდებით მსმენელებთან ერთად გავიცინოთ ჩვენს თავზე”.
* * *
„ – ბედმა მასწავლა, რომ არსებობს ორგვარი პატივი – მწარე და ტკბილი”.
* * *
„უიმედობა თავის ირგვლივ ყველაფერს აუდაბურებს”.
* * *
„სიყვარულით სამსახურმა, დიდსა და ძვირფას ადამიანს რომ უწევ, ღირსება და ხარისხები არ იცის. აქ ერთი ისეთივე დიდია და მცირე, როგორც მეორე”. – (ავტორი გენია.ჯი)