ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„გლეხ კაცს ერთი ფილოსოფია აქვს: უდგას ჯამი და ჩაჰყურებს: აევსება – მღერის, დაეცლება – ტირის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ახლა დედამიწაზე ორი ურთიერთისადმი მტრული ბანაკია თავიანთი იდეოლოგიითა და იდეოლოგიებით. ორივე გამორიცხავს ურთიერთ არსებობას. მე ეს ოთხი ათწლეული წელია, რაც ეს ორი სარეჯგველი მრეჯგვავდა აქეთ-იქიდან და ამ რეჯგვამ ისე დამღალა, ისე გამომფიტა, რომ ახლა გული მერევა ყოველგვარ იდეაზე და მის ბრძოლაზე. მეც ისევე მსურს მშვიდობა, როგორც ყველა ხალხსა და ადამიანს”.
* * *
„კაცის ჭკუისა და მარჯვენის დაუმორჩილებელი ქვეყანაზე რა არი?”
* * *
„ვინც ხალხს წინამძღვრობს, ყველაფრით მეტი უნდა იყოს”.
* * *
„ბოლო ჟამს სინანული ხმელ ხეს ვერ გაანედლებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ გინდა, რომ შენი სწამდეთ და ერიდებოდეთ, მეგობართანაც არ უნდა გაამჟღავნო შენი უძლურება. ზოგიერთი მანამდე გმეგობრობს, სანამ ძალა შეგწევს და სჭირდები კიდეც”.
* * *
„ბევრს შეუძლია იცრუოს, და ისე იცრუოს, რომ მართალთან გაჭრას”.
* * *
„ახალგაზრდობა მა რისია, თუ არ იმხიარულებს?”
* * *
„სახლი ყველას თავისი უნდა ჰქონდეს. ყვავსაც კი აქვს თავისი ბუდე და ჩვენ ხომ ადამიანები ვართ”.
* * *
„მუცლიდან ყველა შიშვლები დავიბადეთ… და თანასწორნი”. – (ავტორი გენია.ჯი)