ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”

„უცებ იმოქმედო გადამჭრელად და სისულელე არ დაუშვა – გენიოსობაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნასწავლი კაცები ზოგჯერ უარეს აკეთებენ, ვიდრე უვიცები”.

* * *

„ადამიანი იმითიც განსხვავდება ცხოველისაგან, რომ აზროვნებს და ქმნის”.

* * *

„რა უცნაურია, ხშირად ჩვენდა საზიანოდ ვთანხმდებით ისეთ რამეზე, რაც შემდეგ სახლაფორთო ხდება”.

* * *

„სად შეუძლია ლიფსიტას ვეშაპთან ბრძოლა?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გვალვა ყველაფრის მავნეა, კაცს ნამუსს უგვალავს, სიზარმაცისაკენ ეწევა და გრილოს მეტ სიტკბოს აძლევს”.

* * *

„ადამიანის უდიდესი მიღწევა თავისი თავის შეცნობაა”.

* * *

„ცარიელა მიწამ რა ნაყოფი უნდა მოგცეს კაცს?!”

* * *

„ – მოდი, ამ ყანწით ნამუსიან მკვდრებს გაუმარჯოს, უნამუსო ცოცხლები კი უფალმა შეიწყალოს”.

* * *

„ – უფლება რომ მომცენ, მთელი ქალაქის სავაჭრო დაწესებულებებს დავბეგრავდი: დირექტორიდან და გამგიდან მოკიდებული, უკანასკნელი მეწვრილმანით გათავებული. და ბევრ არასავაჭროსაც. ყველას გარკვეულ თანხას შევაწერდი და საუკეთესო ბიბლიოთეკა-სკოლებს ავაშენებდი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>