ამონარიდები ჰაინრიხ ბიოლის რომანიდან – „ბილიარდი ათის ნახევარზე”

„ყველამ იცის, რომ ადამიანები ძმები არიან, თუმცა ზოგჯერ გადამტერებული ძმები”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაღა ბედენაა ეს ღირსება, თუ ნებისმიერ გადამთიელს შეუძლია მისი შებღალვა?”

* * *

„სინამდვილე ხშირად გაზვიადებას უფრო ჰგავს”.

* * *

„ – კარგად ვიცი, როგორი ბოროტია სამყარო”.

* * *

„დროთა განმავლობაში კაცი ყველაფერს ეგუები”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მთავრია კაცმა სწორი სიტყვები შეარჩიოს”.

* * *

„რა საჭიროა ზედმეტი სიტყვები?!”

* * *

„ – ვერ ვურიგდები იმ ძალებს, რომელთაც ბრალი მიუძღვით ფერდის სიკვდილში, ვერც იმათ, ვინც ედიტი მოაკვლევინა და წმინდა სევერინის ეკლესია არ დაინდო; ვერ შევურიგდი ჩემს თავს და შერიგების სულისკვეთებას, რომლითაც თქვენი მისასალმებელი სიტყვა იქნება განმსჭვალული; თქვენი მშობლიური სავანე ბრმა გულმოდგინებამ კი არა, სიძულვილმა გაანადგურა, სიძულვილმა, რომელიც არც ბრმა ყოფილა და ჯერჯერობით არც სინანულით შეცვლილა”.

* * *

„არის რაღაცაები, რის მონანიებაც შეუძლებელია”.

* * *

„ღმერთო მოწყალეო, დაანაყრე ყველა, ნუ აშიმშილებ, რომ სახეები აღარავის შეუშალოს საზარელმა გამომეტყველებამ”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>