ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ჯვარცმა”
„ქალის პატიოსნების მწყემსი, გინდა მზეთუნახავი იყოს, გინდა ჯოჯოხეთის მაშხალა, სინდისია, ვისაც ეს არა აქვს, რამდენიც არ უნდა უყარაულო, ცხრაკლიტურშიც რომ გამოამწყვდიო, უნამუსობას არ მოიშლის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხის გაუგებარი არაფერია”.
* * *
„დაიხსომე: ყველაფერი წინ მდგომელისაა!”
* * *
„შვილები ბედის ამორჩევისას მშობლებს არაფერს ეკითხებიან, მაგრამ შეგონებას მაინც დიდი ზემოქმედების ძალა აქვს”.
* * *
„კაცი ხნითა და გარეგნობით კი არა, ხასიათით ფასდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ასეა, საერთოდ, მიცვალებულს ანგელოზად ვსახავთ, მისი ნაკლი კი გვავიწყდება!”
* * *
„ხელმძღვანელი რამდენიც არ უნდა აქო, ამბავს არ მიუტანენ, მაგრამ საკმარისია ენა შეგიბრუნდეს, საძრახი რამ წამოგცდეს, რომ მაშინვე ჩაუბულბულონ”.
* * *
„სიცოცხლის აზრი დედაშვილურ სიყვარულში ყოფილა ჩაქსოვილი”.
* * *
„ქალში ჩანერგილია მარადიული გრძნობა დედობრივი სიყვარულისა”.
* * *
„ერიჰა, ქვეყნად რამდენი ცოდო-ბრალი ტრიალებს, რამდენი უღირსი ცხოვრებით ტკბება, ღირსეული კი გატანჯული, განადგურებულია”. – (ავტორი გენია.ჯი)